საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ერაზმუს+ KA171” საერთაშორისო მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” (ქუთაისი, საქართველო) აცხადებს შიდა კონკურსს ერაზმუს+ KA171 საერთაშორისო საკრედიტო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

კონკურსი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ერთი სემესტრი გაატარონ საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში. მობილობის მიზანია სტუდენტთა აკადემიური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და კულტურათაშორისი ურთიერთგაგების წახალისება.

2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ხელმისაწვდომია 21 სტუდენტური მობილობის კვოტა, რომელიც ნაწილდება 6 პარტნიორ ქვეყანაში არსებულ 11 პარტნიორ უნივერსიტეტზე, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ორივე ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

პარტნიორი უნივერსიტეტები და ხელმისაწვდომი კვოტები

 

მასპინძელი უნივერსიტეტი ქვეყანა სასწავლო მიმართულებები კვოტა
მედიმურჯეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ხორვატია ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა 1
პირდაპირი და ასოცირებული სწავლების კოლეჯი კვიპროსი ბიზნესს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა 2
ნიშანთაშის უნივერსიტეტი თურქეთი ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, ბიზნესს ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამა 1
წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი ბულგარეთი ბიზნეს ადმინსიტრირების საბაკალვრო პროგრამა, ტურიზმის საბაკალვრო პროგრამა 3
ალანია ალაადდინ ქეიქუბათის უნივერსიტეტი თურქეთი ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა,  ბიზნესს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა, ეკონომიკის საბაკალვრო პროგრამა 1
სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პოლონეთი ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამა, ეკონომიკის საბაკალვრო პროგრამა 1
ინონუს უნივერსიტეტი თურქეთი სამართალის საბაკალავრო პროგრამა, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა 1
დოკუზ ეიულის უნივერსიტეტი თურქეთი ბიზნესს ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამა 1
რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტი იტალია ბიზნესს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, სამართალის საბაკალავრო პროგრამა, ტურიზმის საბაკალვრო პროგრამა, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა, ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა 4
ტოკათის გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი თურქეთი ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა, სამართლის საბაკალავრო პროგრამა, ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა, ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა 4
ქოჯაელის უნივერსიტეტი თურქეთი სამართლის საბაკალავრო პროგრამა , ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა,

ერთსაფეხურიანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა

2

 

მონაწილეობისა და ფინანსური პირობები:

ერაზმუს+ მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა მობილობის სრული პერიოდის განმავლობაში უნდა შეინარჩუნონ აქტიური სტუდენტის სტატუსი ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში.

სტატუსის შესანარჩუნებლად, სტუდენტი ვალდებულია, გადაიხადოს სემესტრული სწავლის საფასური იმ ერაზმუს+ სასწავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ასაღიარებელი კრედიტების რაოდენობის მიხედვით.

ერაზმუს+ სტუდენტები თავისუფლდებიან მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის, რეგისტრაციის, გამოცდებისა და ბიბლიოთეკის ან ლაბორატორიების გამოყენების გადასახადებისგან. თუმცა, გარკვეული მცირე ადმინისტრაციული ხარჯები (მაგ. დაზღვევა ან სტუდენტური კავშირის წევრობის საფასური) შესაძლოა მაინც გახდეს გასაწევი მასპინძელ უნივერსიტეტში.

კონკურსის გზით არჩეული სტუდენტები მიიღებენ ერაზმუს+  ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს:

  • ყოველთვიურ ინდივიდუალურ სტიპენდიას
  • მგზავრობის ხარჯის ერთჯერად ანაზღაურებას (ქუთაისიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე და უკან)

თანხები მოცემულია ერაზმუს+ პროგრამის გზამკვლევით (2025) დადგენილი ტარიფების მიხედვითა და ევროპული კომისიის დისტანციის კალკულატორის გამოთვლებზე დაყრდნობით. თუმცა, ზოგიერთი მობილობა დაფინანსებულია წინა წლების (2023 ან 2024) პროექტების ფარგლებში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მცირე განსხვავებები სტიპენდიის ოდენობებში კონკრეტული პროექტის ან მასპინძელი უნივერსიტეტის ფინანსური გეგმის მიხედვით.

სტიპენდიის ოდენობა:

მასპინძელი ქვეყანა ქვეყნის ჯგუფი ყოველთვიური სტიპენდია (€)
იტალია ჯგუფი 1 – მაღალი ცხოვრების ხარჯების მქონე ქვეყნები 900
კვიპროსი ჯგუფი 2 – საშუალო ცხოვრების ხარჯების მქონე ქვეყნები 850
ხორვატია, ბულგარეთი, პოლონეთი, თურქეთი ჯგუფი 3 – დაბალი ცხოვრების ხარჯების მქონე ქვეყნები 800

დამატებით, განსაკუთრებული საჭიროებების ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტები იღებენ €250-ის დანამატს თვეში.

მგზავრობის დაფინანსება (ორმხრივი):

მიმართულება ქუთაისიდან დაახლოებითი მანძილი დაფინანსების მოსალოდნელი ოდენობა (€)
ხორვატია (ჩაკოვეცი) ~2,100 კმ 360–395
კვიპროსი (ნიქოზია) ~1,100 კმ 275–309
თურქეთი (სტაბმული, ალანია, იზმირი, ტოკატი, მალატია, ქოჯაელი). 500–1,400 კმ 275–309
ბულგარეთი (ველიკო ტარნოვო) ~1,400 კმ 275–309
პოლონეთი (გლივიცე) ~2,000 კმ 360–395
იტალია (რომი) ~2,480 კმ 360–395

 

მნიშვნელოვანი შენიშვნები:

იშვიათ შემთხვევებში, მასპინძელმა უნივერსიტეტმა შეიძლება უარი განაცხადოს ნომინაციაზე გარკვეული ინსტიტუციური კრიტერიუმების გამო (მაგ. აკადემიური შესაბამისობა, GPA ან ლიმიტირებული ადგილები). ასეთ შემთხვევაში, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი უზრუნველჰყოფს ალტერნატიული მასპინძელი უნივერსიტეტის შეთავაზებას, შესაძლებლობის ფარგლებში.

სტუდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ინგლისურენოვანი საგნები ზოგიერთ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიძლება იყოს შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად, შესაძლოა, სტუდენტმა ვერ დააგროვოს სრული 30 ECTS სტანდარტული სემესტრული დატვირთვის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტს აქვს უფლება გადაწყვიტოს, დაეთანხმოს თუ არა არსებულ შეთავაზებას ან აირჩიოს სხვა უნივერსიტეტი/სემესტრი. ცვლილებები შესაძლებელია შესაბამისი დასაბუთებისა და ალტერნატიული შეთავაზების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.

საკონკურსო პროცედურა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე https://forms.gle/xGh59ud2izNkw5hCA არაუგვიანეს 15 ნოემბრის, 00:00 საათისა (ადგილობრივი დროით).

შესარჩევი პროცესი ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად.

  1. ინგლისური ენის ტესტი – B2 დონე (CEFR)

თარიღი: ორშაბათი, 17 ნოემბერი, 11:00 საათზე (Moodle-ის პლატფორმაზე)

სტუდენტები, რომლებიც წარმოადგენენ საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისური ენის ცოდნის სერტიფიკატს (B2 დონე), გათავისუფლდებიან გამოცდიდან და ავტომატურად გადავლენ გასაუბრების ეტაპზე.

დასაშვები სერტიფიკატები და მინიმალური ქულები: IELTS – 5.5; TOEFL iBT – 72; TOEFL PBT – 543; Cambridge English Scale (B2 First/FCE) – 160

  1. გასაუბრება ინგლისურ ენაზე

თარიღი: ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 11:00 საათზე (Zoom-ის პლატფორმაზე)

შეფასების კრიტერიუმები: მოტივაცია აკადემიური, პროფესიული და პიროვნული განვითარების თვალსაზრისით

შერჩევის შედეგები გამოცხადდება 20 ნოემბერს, სამუშაო დღის ბოლომდე.