სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იურიდიული სამსახურის მიერ ორგანიზებული პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” შემაჯამებელი ღონისძიება – “იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვის უფლებათა სამართალში” ჩატარდა.

პრაქტიკული სამართლის კურსის ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში მონაწილეებისთვის სამართლის სხვადასხვა აქტუალური საკითხების შესახებ სემინარები გაიმართა.

სამართლის სკოლის დასკვნითი ნაწილი, მოდელირებული სასამართლო პროცესი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პრაქტიკული სამართლის კურსის მოსწავლეთა მონაწილეობით განხორციელდა.

იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეები მოამზადეს სასამართლო უნარ-ჩვევების ძირითად პრინციპები, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის ტექნიკების, სასამართლოს პროცესის მიმდინარეობისა და პოზიციონირების სტრატეგიების შესახებ.

სასამართლო პროცესის სიმულაციის ფარგლებში მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა შემდეგი კრიტერიუმებით: პრობლემური საკითხების ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარი, ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრაქტიკის გამოყენება, პრეზენტაციული უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესის სიმულაციაში გამარჯვება მოპასუხე მხარეს ერგო. ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო ახალგაზრდა იურისტი – ბარბარე ხიზანეიშვილი;
  • საუკეთესო მოაზროვნე – ლიზი თათელიშვილი;
  • საუკეთესო როლური მონაწილე – ევა შავგულიძე.

პრაქტიკული სამართლის კურსის წარმატებით დასრულებისა და იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ასევე, ნომინაციებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები.

სერტიფიკატები გადაეცათ პრაქტიკული სამართლის კურსის განხორციელებაში ჩართულ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს: ნინო ხარაბაძეს, ლანა ხახიშვილს, ბექა ფრუიძეს და ხატია დარსანიას.

“STREET LAW“ პრაქტიკული სამართლის კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის იმ სამართლებრივი საკითხების გაცნობას, რომლებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და აქტიური მოქალაქეობისთვის.