სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია – “ბავშვთა უფლებათა სამართალი” გაიმართა

14 აპრილს, 15:00 საათზე, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია თემაზე: “ბავშვთა უფლებათა სამართალი“ გაიმართა.

ლექცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა დარინე სალდაძემ წაიკითხა.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა ბავშვთა უფლებების სამართლებრივი საფუძვლები, საერთაშორისო და ეროვნული რეგულაციები, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და მათი დაცვის მექანიზმები განიხილა.

შეხვედრა სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.