სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია: “საუბარი გრაფიკულ დიზაინზე“ გაიმართა

10 ნოემბერს, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“, ლაზარე კალმახელიძის საჯარო ლექცია თემაზე: „საუბარი გრაფიკულ დიზაინზე“ ჩატარდა.

ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა გრაფიკული დიზაინის მნიშვნელობაზე, თანამედროვე ტენდენციებზე და უნარებზე, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალი დიზაინერის კარიერისთვის.

საჯარო ლექცია ინტერაქციული ფორმატით წარიმართა, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და ჩართულიყვნენ განხილვაში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.