“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “სიცილის ლიგა 2025“-ის ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
18 ივნისს გაიმართა ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება – “სიცილის ლიგა 2025“-ის ფინალი. თამაშში ოთხი გუნდი მონაწილეობდა – “თენ გული“, „კეთილი ადამიანები“, „მთავრობა“ და „იშვიათი იმერლები“.
ღონისძიების დასასრულს, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.
პირველი ადგილი დაიკავა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტის, თენგო ტოფაძის გუნდმა “თენ გული“.
ღონისძიებას უძღვებოდა აჩი კიკნაველიძე (ჩელე) – “მან-სან-კანის“ ყოფილი მოთამაშე.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ:
დავით ლიკლიკაძე
ბაია ჯოხაძე
მიხეილ გაგოშიძე
ბექა იაკობიძე და შაკო ხუციძე — ქსეუ-ს რეჟისორები