“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა 22-ე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მომხსენებლებს შორის იყვნენ, როგორც “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები.
მოხსენებები მოიცავდა მაკროეკონომიკის, სამართლის, ტურიზმისა და მენეჯმენტის თემებს.
კონფერენციის დასასრულს, ჟიურიმ სამი საუკეთესო მოხსენება გამოავლინა. გამარჯვებული ნაშრომების ავტორები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატი გადაეცა.
კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს სტუდენტთა სამეცნიერო უნარების განვითარებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას.