სხვადასხვა

ონლაინ ტრენინგი ,,გასაუბრების ტექნიკები ‘’

13 ნოემბერს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ  ჩატარდა ონლაინ ტრენინგი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის –  ,,გასაუბრების ტექნიკები ‘.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • დისტანციური გასაუბრების ტექნიკური დეტალების განსაზღვრა,
  • სრულყოფილი მომზადება ინტერვიუს შინაარსობრივი ნაწილისთვის.
  • როგორ მოვიქცეთ დისტანციური და პირისპირ  გასაუბრების დროს ,
  • ტიპური კითხვები, რომლებიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებაზე,
  • კითხვები რომელიც სამსახურის მაძიებელმა შეიძლება დასვას გასაუბრბის დროს.
  • გასაუბრების შედეგების მონიტორინგი.
  • როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც დისტანციური გასაუბრების დროს გაუთვალისწინებელი რამ ხდება.
  • რა შეცდომა არ უნდა დაუშვას სამუშაოს მაძიებელმა.