თვითმმართველობა
სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ორგანიზაციას, რომელიც კულტურულ, სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს ახორციელებს. ასევე, ასრულებს შუა რგოლის ფუნქციას სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის.
სტუდენტური თვითმმართველობა აწყობს შეხვედრებს სტუდენტებთან მათი ხედვებისა და საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით. გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს: ფილმის ჩვენებები, სამაგიდო თამაშები, გასვლითი ტურები და ა.შ
ამჟამინდელი სტუდენტური თვითმმართველობა მოწვეულ იქნა 2025 წელს, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრა 2 წლის ვადით.
სტუდენტური თვითმმართველობა:
- ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს;
- თანამშრომლობს საუნივერსიტეტო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, გაერთიანებებთან, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
- გეგმავს და ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
- აყალიბებს კლუბებს და ხელს უწყობს მათ საქმიანობას;
- პერიოდულად აფასებს აკადემიური პერსონალის მუშაობას უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობით;
უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ ჩამოაყალიბონ სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების მქონე კლუბები სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან და სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, უნივერსიტეტში მოქმედი კლუბების შესახებ ინფრომაცია იხილეთ აქ.
მიმაგრებული ფაილები
თვითმმართველობის დებულება (ქართულენოვანი)
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დისტანც ფორმით ჩატარების წესი
ბაია დოდოშკა ჯოხაძე / თვითმმართველობის პრეზიდენტი
“ჩვენ აქტიურად გავაჟღერებთ სტუდენტთა ხმას. თქვენი ჩართულობით კი სტუდენტურ ცხოვრებას მეტად უფრო მრავალფეროვანს, საინტერესოსა და სასიამოვნოს გავხდით.”
მარიამ ქათამაძე
თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი
Noman Ali
თვითმმართველობის სხდომის მდივანი
ბექა კეპულაძე
თვითმმართველობის წევრი
ნიკა გიორგიძე
თვითმმართველობის წევრი