საერთაშორისო მიღება

რატომ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი?

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი მდებარეობს საქართველოს ორ ისტორიულად მნიშვნელოვან ქალაქში — ქუთაისსა და თბილისში. ორივე ქალაქი გამორჩეულია მათთვის დამახასიათებელი კულტურული და ისტორიული მოვლენებით. უნივერსიტეტი არის დასავლეთ საქართველოში პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 1991 წელს ქალაქ ქუთაისში დაარსდა.

ცოტა რამ ქუთაისის შესახებ

ეს ტერიტორია ძველთაგანვე ცნობილია საერთაშორისო მოგზაურებისთვის, მათ შორის — ძველი ბერძნებისთვის. ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად, არგონავტები კოლხეთში ( რომლის დედაქალაქად ქუთაისი ითვლებოდა ) ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ჩავიდნენ.

როგორც ქუთაისი, ისე თბილისი უსაფრთხო და ფინანსურად ხელმისაწვდომი ქალაქებია. ორივე ქალაქში ცხოვრობს და სწავლობს მრავალეროვანი სტუდენტური საზოგადოება, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებსა და პიროვნული განვითარების მრავალფეროვან აქტივობებში.

საცხოვრებელი და კვება საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ხელმისაწვდომია. უნივერსიტეტის კამპუსები სტუდენტზე მორგებულ ლოკაციებზე მდებარეობს, რომელთა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძიება და მიღწევა მარტივად შესაძლებელია. ქალაქები და მათი მცხოვრებლები მეგობრულები არიან და ყოველთვის მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, სხვებს დაეხმარონ.

უნივერსიტეტი არის ავტორიზებული უნივერსიტეტი საქართველოში. ჩვენი ინგლისურენოვანი დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა ასევე აკრედიტებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მოთხოვნების შესაბამისად. უნივერსიტეტი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული მათ შორის არის:

ბოლონიის პროცესის წევრები არიან ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა და სხვები. ზოგადად, ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი განთავსებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამედიცინო სკოლების მსოფლიო დირექტორიაში, რომელიც სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ორგანიზაციის (FAIMER) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზა მსოფლიოში არსებული აკრედიტებული სამედიცინო პროგრამების შესახებ.

უნივერსიტეტი განთავსებულია ბაზაში, რომელსაც იყენებს ერიკ-ნარიკის ქსელი. ენიკ-ნარიკის ქსელი წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და იუნესკოს ერთობლივ ინიციატივას, როგორც ევროპის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, ისრაელისა და ახალი ზელანდიის მოქმედი ავტორიზებული და აკრედიტებული საგანმანათლებლო ორგანიზაციებისა და ხარისხის სისტემების შესახებ განახლებული ინფორმაციის წვდომის ინსტრუმენტს.

უნივერსიტეტი, EUA-ს (ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის) ინდივიდუალური ასოცირებული წევრია.

უნივერსიტეტი საქართველოს მასშტაბით მეხუთე კერძო უნივერსიტეტია, რომელიც ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაში გაწევრიანდა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩასართავად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ასოციაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და მას 48 ევროპული ქვეყნიდან 800-ზე მეტი წევრი ჰყავს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბოლონიის პროცესსა და ევროკავშირის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის ფორმირებაში.

გარდა ამისა, EUA წარმოადგენს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც წევრი უნივერსიტეტები ერთმანეთს ცოდნასა და საინტერესო პრაქტიკებს უზიარებენ და  ერთობლივ პროექტებსა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობენ.

ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია (AMEE)

ჩვენ ვართ ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის წევრი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 5 კონტინენტზე ჰყავს თავისი წევრები. ორგანიზაცია ხელს უწყობს საერთაშორისო სამედიცინო განათლების განვითარებას ბაკალავრიატსა და შემდგომ საფეხურზე, ასევე განგრძობითი განათლების მიმართულებით.

უნივერსიტეტი ამჟამად ანხორციელებს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამას რომელიც ღიაა საერთაშორისო და ადგილობრივი სტუნდეტებისთვის. 

დიპლომირებული მედიკოსი ( ქუთაისის კამპუსი )

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.
  • სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.
  • სწავლების ენა: ინგლისური.
  • პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.
  • სწავლების საფასური: 4000 აშშ დოლარი წლიურად.

დიპლომირებული მედიკოსი ( თბილისის კამპუსი )

  • მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული მედიკოსი.
  • სწავლების ხანგრძლივობა: 6 წელი.
  • სწავლების ენა: ინგლისური.
  • პროგრამის მოცულობა: 360 კრედიტი.
  • სწავლების საფასური: 5000 აშშ დოლარი წლიურად.

გადაადგილება თბილისში: 

საზოგადოებრვი ტრანსპორტით მგზავრობა ( ავტობუსი, მიკრო ავტობუსი, მეტრო )  – 1 ლარი.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% შეღავათი.

ტაქსის გამოსაძახებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი აპლიკაციები: Bolt, Maxim.

ქუთაისის კამპუსი ( ადმინისტრაციული შენობა )

თბილისის კამპუსი