საერთაშორისო სტუდენტების მიღების პროცედურა
ჩვენ ვცდილობთ, მიღების პროცედურა საერთაშორისო სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მოქნილი იყოს.
მიღების პროცედურა მოკლედ შეიძლება აღიწეროს, როგორც ონლაინ აპლიკაციის შევსების, ინგლისურ ენაში მისაღები გამოცდის ჩაბარებისა და სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი.
ენობრივი კომპეტენცია
საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ მისაღები გამოცდა ინგლისურ ენაში დისტანციური ფორმით. ხარჯების დაზოგვის კუთხით, ეს განსაკუთრებით მიმზიდველია იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც ამ გამოცდას სახლიდან აბარებენ. გამოცდა მოიცავს საუბრისა, მოსმენისა და კითხვის ნაწილს.
აპლიკაციის ფორმა
მომავალმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა (საჭიროებს Gmail ელფოსტის ანგარიშს). ფორმა მოიცავს დეტალურ ინსტრუქციებს. აპლიკანტმა აპლიკაციას თან უნდა დაურთოს მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტის ასლი და კონკრეტული ქვეყნების მიხედვით მოთხოვნილი დოკუმენტი (მაგალითად, ინდოეთის მოქალაქეების შემთხვევაში, NEET სერტიფიკატი მედიცინის პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის).
აპლიკაციის შევსების შემდეგ, სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური შეამოწმებს აპლიკაციით მიღებულ დოკუმენტებს. შემდგომ სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას ელფოსტით, რომ მას უფლება აქვს ინგლისური ენის დისტანციურ გამოცდაზე გავიდეს. თუ აპლიკანტი ამ გამოცდას ჩააბარებს, ის მიიღებს შემდგომ ინსტრუქციებს მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.
სწავლის უფლების მოპოვების შემდეგ, აპლიკანტი აფორმებს ხელშეკრულებას უნივერსიტეტთან და იხდის სწავლის საფასურს. ამის შემდგომ, ის ღებულობს უნივერსიტეტში ჩაბარებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რაც აუცილებელია სასწავლო ვიზის მისაღებად.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გვთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: lasha.chakhvadze@unik.edu.ge.
ვიზასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სერვისების ვებსაიტს.
მომავალმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა (საჭიროებს Gmail ელფოსტის ანგარიშს). ფორმა მოიცავს დეტალურ ინსტრუქციებს. აპლიკანტმა აპლიკაციას თან უნდა დაურთოს მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, პასპორტის ასლი და კონკრეტული ქვეყნების მიხედვით მოთხოვნილი დოკუმენტი (მაგალითად, ინდოეთის მოქალაქეების შემთხვევაში, NEET სერტიფიკატი მედიცინის პროგრამაზე ჩაბარების მსურველთათვის).
აპლიკაციის შევსების შემდეგ, სტუდენტთა შერჩევისა და მიღების სამსახური შეამოწმებს აპლიკაციით მიღებულ დოკუმენტებს. შემდგომ სტუდენტი მიიღებს შეტყობინებას ელფოსტით, რომ მას უფლება აქვს ინგლისური ენის დისტანციურ გამოცდაზე გავიდეს. თუ აპლიკანტი ამ გამოცდას ჩააბარებს, ის მიიღებს შემდგომ ინსტრუქციებს მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.
ჩვენ გვაქვს საგანმანათლებლო კონსულტანტების ქსელი, რომელსაც ქუთაისის უნივერსიტეტი ოფიციალურად ცნობს სხვადასხვა ქვეყანაში. კონსულტანტები ეხმარებიან აპლიკანტებს საკუთარი განაცხადის მომზადებასა და სხვა სავიზო საკითხებში.
სამსახურის ხელმძღვანელი: ლაშა ჩახვაძე
ელფოსტა: lasha.chakhvadze@cue.edu.ge
- Medicos Mindz Private Limited
Exclusive all state in India except Tamil Nadu - DrSanthanam Santhana Krishnan
Exclusive Partner in Tamil Nadu