საერთაშორისო მიღება

სტუნდეტური გზამკვლევი

სტუდენტის გზამკვლევი, საერთაშორისო სტუდენტებს დაეხმარება მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საკონტაქტო დეტალების, საბანკო ანგარიშის, ბიბლიოთეკის, აკადემიური სერვისების, ბინის ქირის, ტრანსპორტის, მობილური ოპერატორების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ქუთაისში ცხოვრების ხარჯების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ცნობილ პლატფორმაზე numbeo.com.

ბინის ქირაობა

საძიებო სისტემის მეშვეობით, სტუდენტებს ასევე შეუძლიათ ასევე მოიძიონ ბინების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა პოპულარულ პლატფორმაზე და გააფორმონ ბინის ქირავნობის ხელშეკრულება.    

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ საბანკო ანგარიში შესაბამის ბარათთან ერთად, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ გამოიტანოთ ფული საბანკო აპარატებიდან დღიური გამოტანის მაქსიმალური ლიმიტის ფარგლებში.

საბანკო აპარატები, როგორც წესი, 24 საათი ხელმისაწვდომია და განთავსებულია ბანკების, ასევე მაღაზიების, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების შესასვლელში.