11 თებერვალს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი პანელური დისკუსია თემაზე: „ქალთა როლი მეცნიერებაში: მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა, რომლის პარალელურად სამეცნიერო ნაშრომების გამოფენა მოეწყო.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები. დისკუსიის პანელს უძღვებოდნენ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი თეონა გრიგოლაშვილი და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი თამარ პერტაია. ღონისძიება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიება სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს მეცნიერებისა და განათლების სფეროში ქალების თანასწორი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.