სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფუტსალის შიდა ჩემპიონატი გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ფუტსალის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.

ჩემპიონატი სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.

ჩემპიონატში მონაწილეობას 5 გუნდი იღებდა.

ურთიერთშეხვედრების საფუძველზე გამარჯვებული გუნდი “ჩემპიონები” გახდა.

საპატიო მეორე ადგილი პირველკურსელებისაგან დაკომპლექტებულ გუნდს “Real UNIK”-ს ერგო, ხოლო მესამე ადგილი გუნდმა  “მერანმა” დაიკავა.