სხვადასხვა

17 აპრილს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა (CUE) და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

17 აპრილს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა (CUE) და ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ მოაწერეს.

პარტნიორობის ფარგლებში, სტუდენტები მიიღებენ წვდომას Coursera-ს პლატფორმაზე განთავსებულ AI-ს მიმართულებით შექმნილ კურსების ფართო არჩევანზე. ეს პროგრამები მორგებულია ქართულენოვანი სტუდენტებისთვის და სრულიად უფასოა – რაც შესაძლებლობას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდებს, გეოგრაფიული ან ფინანსური შეზღუდვების მიუხედავად, მიიღონ გლობალურად კონკურენტუნარიანი ცოდნა.

უნივერსიტეტის თანამშრომლობა ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრთან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქუთაისის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მხარდაჭერის კუთხით. ამ შესაძლებლობით ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი რეალურ გარემოში გამოიყენონ ცოდნა, შეიქმნან კარიერა და ხელი შეუწყონ ქვეყნის ტექნოლოგიურ წინასვლას.

სტრატეგიული პარტნიორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, რეგიონული ადმინისტრაციისა და ქუთაისის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.