სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

17 დეკემბერს ნათია ფანჯიკიძე “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ლექციას გამართავს

17 დეკემბერს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ნათია ფანჯიკიძე ლექციას თემაზე: “ციფრული ეპოქა და ემოციური ინტელექტი წარმატებისთვის” გამართავს.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს ციფრულ გარემოში ემოციური ინტელექტის განვითარების შესახებ. ლექცია დაეხმარებათ გააცნობიერონ, როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ადამიანის ფსიქოლოგიაზე, კომუნიკაციის უნარებზე, კარიერული წარმატებისთვის საჭირო რბილი უნარების გაძლიერებასა და პიროვნულ განვითარებაზე.

ნათია ფანჯიკიძე სტუდენტებს გაუზიარებს მეთოდებს, რომლებიც მათ საკუთარი ძლიერი მხარეების გაცნობაში, თვითმოტივაციას და მიზნების სწორად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

შეხვედრა განკუთვნილია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfrTT1VJIxootj9lR8Gc3qwFbS8CAb9isNOWNEJyhfdOQJphw/viewform?usp=header

შეხვედრა ხორციელდება სტუდენტთა ინტერესების კვლევის საფუძველზე.

ადგილი: აუდიტორია 201
დრო: 14:00
სამუშაო ენა: ქართული
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა N13.