1. „რეგიონის ეკონომიკური განვითარების 2011-2015 წლების სტრატეგიის შემუშავება (იმერეთის მაგალითზე)“ /1.09.2010-1.03.2011/- განმახორციელებელი პერსონალი: სრ. პროფ. გ. ღავთაძე, სრ. პროფ. ნ. ჩიხლაძე, ასოც. პროფ. კ. გაბელაშვილი; გამოყოფილი თანხა – 12900 ლარი.
მიღებული/ მოსალოდნელი შედეგები: რეგიონის დონეზე თანამედროვე სტრატეგიული დაგეგმარებითი პროცესების სრულყოფა-განვითარებისათვის საფუძვლების შექმნა; იმერეთის ეკონომიკური განვითარების პირობების და პერსპექტივების სრულად შესწავლა; რეგიონის ინვესტიციური პოტენციალის და კაპიტალის დაბანდების სავარაუდო პრიორიტეტული მიმართულებების დახასიათება; არსებული მეთოდიკის საფუძველზე იმერეთის მხარის რეგიონული ინვესტიციური რისკის გაანგარიშება ახალი რეალობების გათვალისწინებით; ინფორმაციატევადი, პრაქტიკული მნიშვნელობის ანალიტიკური ნაშრომის შექმნა, რომელსაც ექნება მრავალმხრივი დატვირთვა და გამოყენება;
2. „რეგიონის საგანმანათლებლო ბაზრის მარკეტინგული კვლევა (იმერეთის მაგალითზე)“ – /1.09.2010-1.03.2011/. განმახორციელებელი პერსონალი: ასოც. პროფ. თ. ვალიშვილი, ასოც. პროფ. ნ. ხაზარაძე, ასოც. პროფ. ლ. ლაღიძე, ასოც. პროფ. ე. ბაბუნაშვილი. გამოყოფილი თანხა – 14530 ლარი.
მიღებული/ მოსალოდნელი შედეგები: უმაღლესი სასწავლებლების ეფექტიანი მართვისათვის აუცილებელია განათლების პრობლემების გადაწყვეტა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე. პროექტის საშუალებით დეტალურად იქნა შესწავლილი რეგიონის საგანმანათლებლო ბაზარი და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი ანალიტიკური მასალა სათანადო რეკომენდაციებით.
1. “ახალი სასწავლო დისციპლინისათვის “შესავალი ეკონომიკასა და ბიზნესში“ სასწავლო კურსის მომზადება“ /1.09.2011 – 1.03.2012/- განმახორციელებელი პერსონალი: ასისტ. პროფ. ე. დეისაძე, ასოც. პროფ. კ. გაბელაშვილი, ასოც. პროფ. გ. უფლისაშვილი, ასოც. პროფ. ნ. ხაზარაძე, სრ. პროფ. ნ. ჩიხლაძე. გამოყოფილი თანხა – 11500 ლარი.
მიღებული/ მოსალოდნელი შედეგები: აღნიშნული სასწავლო დისციპლინის ამ ფორმით, მეთოდებითა და სტრატეგიით სწავლებას საქართველოში არ გააჩნია ანალოგი. ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების მოდიფიკაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის ბაკალავრებისათვის ბიზნესის საფუძვლების ეფექტიანი სწავლების მიზნით, რაც მათთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების საწინდარი უნდა გახდეს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შექმნილიყო სპეციალური სასწავლო დისციპლინა. მისი შესწავლით მყარი საფუძვლები უნდა შექმნას სხვა ბიზნეს დისციპლინების შემდგომი შესწავლისათვის და თვითგანვითარებისთვის.
სახელმძღვანელო გამოიცემა 2012 წელს.
2. „ახალი სპეციალური ოფისების ჩამოყალიბება ქუთაისის უნივერსიტეტში“. /1.09.2011-1.03.2012/. განმახორციელებელი პერსონალი: ასოც. პროფ. თ. ვალიშვილი, ასოც. პროფ. ვ. გურაბანიძე, ასოც. პროფ. ლ. ლაღიძე, ასისტ. პროფ. მ. ყიფიანი. გამოყოფილი თანხა – 9740 ლარი.
მიღებული/ მოსალოდნელი შედეგები: უმაღლესი სასწავლებლების წინაშე წამოჭრილი ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. პროექტის განხორციელებით შეიქმნება სპეციალური ოფისი ქუთაისის უნივერსიტეტში. იგი ძირითადად მუშაობას წარმართავს პოტენციურ აბიტურიენტებთან.