სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

იურისტთა დასაქმების ფორუმი

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეობას იღებს იურისტთა დასაქმების ფორუმში, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლისა და სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მიერ.“

“მომავალ იურისტებს გიწვევთ იურისტთა დასაქმების ფორუმზე!“

ფორუმის მიზანია იურიდიული სფეროს განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდა იურისტებისთვის პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობის შექმნა და მათი ჩართულობის გაძლიერება შრომით ბაზარზე.

იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ დამსაქმებლებთან, გამოავლინონ თავიანთი შეძენილი ცოდნა და გამოცდილება,გააცნონ ხედვები და მიიღონ ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ პრაქტიკოსი იურისტებისგან.

ფორუმი იმართება “საქართველოს იურისტთა უმაღლეს სკოლასა“ და სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს” მიერ.

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfNWXHiljh1gcpucmGpGdbzp5YsqH5sKsg_qdjFtW9SFL1sXw/viewform

თარიღი:
27 ნოემბერი 14 საათი
სასტუმრო “ქუთაისი Inn”