სხვადასხვა

3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე

3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა საერთაშორისო დღე საქველმოქმედო აქციით აღნიშნა ქუთაისის უნივერსიტეტმა: უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ტორტითა და ტკბილეულით ხელდამშვენებულები ესტუმრენ  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირთა საბავშვო დღის ცენტრ ,,ჯადოსნურ სამყაროს“.

სტუმრებითა და საჩუქრებით გახარებულმა ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ პატარა კონცერტი მოეწყოთ: მათ წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და დიდი მადლობა გადაუხადეს ყველას მონახულებისათვის.