სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტაჟირების პროგრამის პრეზენტაციას დაესწრნენ

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ მიზნით, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით.

შეხვედრის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა, უფროსის მოადგილემ იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის პირობები, ეტაპები და მიზნები გააცნეს.

იოსებ ვარძელაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია უწყების საქმიანობის სპეციფიკაზე, სტაჟირების პროგრამის როლსა და მის სამომავლო პერსპექტივებზე, ლევან ძნელაძემ კი განმარტა კონკურსის პირობები, მოთხოვნები და ვადები.

სტაჟირების პროგრამა მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, პრაქტიკულად გაეცნონ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, დაეუფლონ ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების უნარებს, და მოახდინონ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება წლების განმავლობაში და უკვე მრავალი კურსდამთავრებული დასაქმდა საგამოძიებო სამსახურში პროფესიული განვითარების საფუძველზე.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობას და მადლობას უხდის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს თანამშრომლობისთვის.