სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი, ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის წევრი გახდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი ოფიციალურად “ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის” (ELFA) წევრი გახდა. ELFA პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტებს.

ELFA მიზნად ისახავს სამართლის განათლების განვითარების ხელშეწყობას, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას და ევროპული სამართლებრივი ღირებულებების გავრცელებას. ასოციაციაში გაწევრიანება ფაკულტეტისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც კიდევ მეტად გააძლიერებს მის საერთაშორისო აღიარებას.

ELFA-ს წევრობა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას: ჩაერთონ საერთაშორისო აკადემიურ ქსელებსა და პარტნიორულ პროექტებში; მიიღონ მონაწილეობა ერთობლივ კვლევებსა და კონფერენციებში; ისარგებლონ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამებით; გაიზიარონ სამართლის პროგრამის სწავლების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა;

ELFA-ს წევრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მიმართულებას, მაღალი აკადემიური სტანდარტების, ინოვაციური განათლებისა და ევროპულ აკადემიურ სივრცეში აქტიური ჩართულობის მიმართ.