სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

კონკურსი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” – პრაქტიკული სამართლის კურსის ‘’STREET LAW” მონაწილე მოსწავლეთა შერჩევის მიზნით

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პრაქტიკული სამართლის კურსში ‘’STREET LAW” მონაწილეობისათვის. პრაქტიკული სამართლის კურსის მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.

პრაქტიკული სამართლის კურსზე სწავლის უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლის მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც პროფესიონალი იურისტები შეასწავლიან პრაქტიკული სამართლისა და სამოქალაქო განათლების აქტუალურ საკითხებს.

სასწავლო კურსის დეტალები:

პრაქტიკული სამართლის კურსის განხორციელების პერიოდია 2026 წლის გაზაფხული. ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, 90 წთ. სწავლების დასასრულს გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვის უფლებათა სამართალში. უფლებების სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები.

კონკურსის დეტალები:

მოსწავლეთა განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 6 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით;

დაინტერესებულმა მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ:

დაბადების მოწმობის ასლი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
მოსწავლის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი);
სამოტივაციო წერილი (სასურველ ფორმატში).

* კონკურსის პირველი ეტაპი: დოკუმენტების გადარჩევა;
* კონკურსის მეორე ეტაპი: გასაუბრება.

დოკუმენტები მიღება წარმოებს როგორც ონლაინ ასევე ადგილზე, მის: “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში’’ (მის: ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. N13, აუდიტორია 206 ) და/ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: legal.office@cue.edu.ge

დაინტერესებულმა პირებმა სათაურის ველში საჭიროა მიუთითოს შემდეგი ტექსტი: პრაქტიკული სამართლის კურსის მოსწავლე.

პრაქტიკული სამართლის კურსზე სწავლა უფასოა.