საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ალადინის სახელობის უნივერსიტეტის” დოქტორმა “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექციები ჩაატარა

28 ოქტომბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “ალანიას ალადინის სახელობის უნივერსიტეტის” (თურქეთი) დოქტორ სეზინ ზენგინ ფარიას მარტინესს უმასპინძლა.

პროფესორმა, საჯარო ლექციები თემაზე: „მიკროეკონომიკა: გადაწყვეტილების მიღება და ბაზრის ეფექტიანობა” და „თამაშის თეორია და სტრატეგიული ქცევა, წაიკითხა.

ლექციის ფარგლებში, მომხსენებელმა განიხილა, ბაზრის სტრუქტურები, მომხმარებელთა ქცევა, კონკურენციის მოდელები და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა.

ასევე პროფესორმა, სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისა და მოლაპარაკების მოდელების შესახებ ისაუბრა.

საჯარო ლექცია ინტერაქტიული ფორმატით წარიმართა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.