23 ოქტომბერს “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” ქუთაისში, “ერაზმუს+” სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, ლატვიური უნივერსიტეტის დელეგაციას, ალბერტას კოლეჯის (რიგა, ლატვია) “Erasmus+” კოორდინატორ ვერონიკა ბელუზას უმასპინძლა.
აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის, ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესების, ერთობლივი კვლევის და სწავლების დაგეგმარებისთვის.
“Erasmus+” კოორდინატორი ვერონიკა ბელუზამ შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან – დოქტორ თეონა გრიგოლაშვილთან (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი), გიორგი დათუაშვილთან (სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი), თათია ხარაბაძესთან (ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი), მაკა ცერცვაძესა (საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი) და დოქტორ გოჩა უგულავასთან (ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი).
შეხვედრების მთავარი მიზანს წარმოადგენდა “ერაზმუს+” მობილობის კოორდინაციის გაძლიერება, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა, აკადემიური და სამეცნიერო პარტნიორობის განვითარება.
Erasmus+ კოორდინატორი ვერონიკა ბელუზა შეუერთდა დოცენტ სანდრა ტეტერეს, ქეთევან კუხიანიძეს და სხვა კოლეგებს ერთობლივი სამეცნიერო სტატიის – “მეწარმეობრივი კომპეტენციების განვითარების გაუმჯობესება უმაღლეს განათლებაში: ლატვიისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი“ მომზადების დაგეგმვაში.
სასწავლო მობილობამ, კიდევ უფრო გააძლიერა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მიზანი განავითაროს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და დანერგოს ევროპული საუკეთესო პრაქტიკა განათლების, მენეჯმენტისა და კვლევის ადმინისტრირების სფეროებში.
 
							 
															
							 
															
							 
															
							 
															
							