დავით შავიანიძე
ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი
გიორგი ღავთაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აბსტრაქტინაშრომში, ეთნოგრაფიული მასალების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, განხილულია ეთნო-ეკონომიკის საინტერესო საკითხები. კერძოდ:
მიზეზები სასოფლო დასახლებების დაცლის პროცესის დაწყებისა, რომელიც ახლაც მიმდინარეობს, თუმცა სათავეს იღებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედიდან; შრომასაქმიანობაში ერთმანეთის გვერდით დგომის სურვილიანი წესის უარყოფის შედეგები; პირადი ეკონომიკურყოფითი და სოციალური მდგომარეობის გაკეთილშობილების („შეძლებულად ცხოვრება“) თანამედროვე საშუალებების ინტეგრირება ყოველდღიურობაში.
სოფლის დაცლისა და ტრადიციული მეურნეობის გაუქმების მიზეზებად გვევლინება შემდეგი:
- „ხალხისეული ცხოვრების“, მეურნეობის მართვის ტრადიციული, დროით გამოცდილი მიდგომების უგულებელყოფა.
- ტრადიციული ადგილობრივი სათემო მმართველობის გაუქმება, მაგალითად, „მახვშის“ ინსტიტუტის ჩანაცვლება „ხრიკის მცოდნე, ხელფასიანი“ მამასახლისებით.
- ერთობის, ერთმანეთისთვის შრომის ეტაპობრივი ჩანაცვლება მიდგომით „ჩემი იყოს“. ვგულისხმობთ, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების მოწესრიგების გზაზე მივიწყებულ იქნა ერთმანეთისთვის „უანგარო დახმარების წესი“;
- „კანონისმიერად აღიარებული“, თუმცა ადამიანის შესაძლებლობა გაუთვალისწინებელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობები. რწმენის მაძლიერებელი „ბეგარის“ ჩანაცვლება „კანონის მუხლით შენზე მოწერილი შეუსაბამო ნატურით“;
- ღმერთისთვის „ხელმოწყობილი ბედნიერების“ თხოვნის ჩვეულების მივიწყება.
ვლინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური კეთილდღეობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების ამოქმედებამდე, პიროვნება, თემი თავად იყო ორიენტირებული მიეღო უკეთესი ყოფა და „ეკონომიკურად წელგამართულებს“ გაენაწილებინათ „სარგებელი“ საკუთარი ოჯახისა და მტერ-მოყვარის საჭიროებისთვის.
კომპლექსური კვლევის საფუძველზე ირკვევა ტერმინების: „ნაძახი“, „ცუდი მეორშაბათე“, „გაშვება“ და „სიმშვიდე“, „ბეგარა“ ისტორიული მნიშვნელობა; ასევე, „რწმენიანი და გათვლილი შრომით“ მიღებული უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის სახელი – „შედარებით უკეთესი ყოფა“.
ციტირებისათვის:შავიანიძე დ., ღავთაძე გ. (2023) ეთნოეკონომიკის ზოგიერთი საკითხი. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ეკონომიკური ზრდა“. შრომების კრებული. ქუთაისის უნივერსიტეტი. გვ. 169 – 177. DOI: https://doi.org/10.52244/c.2023.11.21
გამოყენებული ლიტერატურა:
გურგენიძე ვ. (2023), მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=23474 დადასტურება 6.10.2023).
გუჯეჯიანი რ. (2008), ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან (სვანეთი), თბ., „უნივერსალი“, 2008
კოპალიანი კ, ჩომახიძე ელ, ზუბაშვილი ა. (2023), „მოტივაცია და დემოტივაცია ფულით” – ციკლიდან #Finოსოფიური დღიურები კ. კოპალიანი, ელ. ჩომახიძე, ა. ზუბაშვილი. ფულის ფსიქოლოგიური არსი. https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/726 (დადასტურება 6. 10. 2023).
ნიკოლაიშვილი ელ. (2019), მოთხრობები გურიის ახლო წარსულიდან. დიალექტური ტექსტების კრებული, შემდგენელი ელ. ნიკოლაიშვილი, თბ. 2019
ქკთსკ, შემდგენელი ალ. ღლონტი, 1974
ცაგარეიშვილი თ. (2019), ცოცახლი ისტორიები. ჯულიეტა რუხაძის ეთნოგრაფიული ჩანაწერები. რედაქტორი თ. ცაგარეიშვილი. 2019. გვ.27-28).
ხელაია გ. (2007) https://geoeconomics.ge/?p=2627
ჩახვაშვილი დ. (2001), XX საუკუნე და „ოპიუმი ხალხისათვის“ http://geoeconomics.ge/?p=421
http://dictionary.css.ge/content/motivation
მოხელის სამაგიდო ლექსიკონი (2004) გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=23474 დადასტურება 6.10.2023