სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა პირველკურსელებთან შეხვედრა გამართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანტონ სინატაშვილმა პირველკურსელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

სტუდენტებს დეტალურად გააცნეს ბიბლიოთეკის ფუნქციონირების წესები, წიგნების მოძიებისა და სარგებლობის სპეციფიკა, ასევე იმ სიახლეები, რომლებიც ბიბლიოთეკაში ეტაპობრივად ხორციელდება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტის ელექტრონულ სამეცნიერო ბაზებსა და მათ ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც პირველკურსელებს საშუალებას აძლევდა უფრო დეტალურად გასცნობოდნენ მათთვის საინტერესო საკითხებს.