„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას უძღვებოდა ქუთაისში DAAD-ის ლექტორი გიგი ჭინჭარაული, რომელმაც სტუდენტებს ინფორმაცია გააცნო გერმანიაში მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგარძელების შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის გერმანიაში განათლების მიღების შესაძლებლობების გაზიარებას.