“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია, მობილობა “წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში” (ბულგარეთი) განხორციელდება და შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, გრანტის მფლობელები გახდნენ:
- თამარ ხარაბაძე – ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის უფროსი
- მარიამ ხურცილავა – ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
- თინათინ მეფარიშვილი – სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი
პროგრამის მიზანია ადმინისტრაციული მართვის თანამედროვე პრაქტიკის გაზიარება, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და CUE-სა და ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება.
მონაწილეები ჩაერთვებიან მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების დანერგვას უნივერსიტეტში.