კვიპროსის ღია უნივერსიტეტი (Open University of Cyprus, OUC) აცხადებს განაცხადების მიღებას Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) პროგრამის ფარგლებში 2025–2026 სასწავლო წლის განმავლობაში.
პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის.
სწავლების მოკლევადიანი ვიზიტი სრულად ფინანსდება კვიპროსის ღია უნივერსიტეტის მიერ Erasmus+ გრანტის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაცია კვიპროსის ღია უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია კვიპროსის ღია უნივერსიტეტი ვებ-გვერდზე
განაცხადის პროცესის მხარდაჭერაზე პასუხისმგებელია საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მენეჯერი მაკა ცერცვაძე, რომელიც უზრუნველყოფს დაინტერესებული აკადემიური პერსონალის კონსულტაციას, განაცხადის შევსებისა და შესაბამისი პროცედურების შესრულების პროცესში.
გთხოვთ დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერს, ელ.ფოსტაზე: maka.tsertsvadze@cue.edu.ge