პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არსი და მნიშვნელობა

2:00 pm

08/10/2025

📅 გიწვევთ საჯარო ლექციაზე, რომელიც გაიმართება 8 ოქტომბერს, 14:00 საათზე.

📖 საჯარო ლექცია მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების არსის, სამართლებრივი მნიშვნელობისა და ისტორიული განვითარების დეტალური გაანალიზების შეთავაზებას.

⚖ განვიხილავთ ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს, უფლებების სტრუქტურასა და კლასიფიკაციას. ასევე, ძირითადი უფლებების დარღვევის შემოწმების საკითხებს.

💡 ლექცია არ იქნება მხოლოდ თეორიული განხილვა. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პრაქტიკულ საქმიანობაში, რომელიც მოიცავს:

კონკრეტული სიტუაციების (ქეისების) ანალიზს,
არგუმენტირებული დისკუსიების ჩატარებას,
მცირე ჯგუფური დავალებების შესრულებას – მაგალითად, უფლებების დარღვევის მაგალითების იდენტიფიცირებას და მათი სამართლებრივი შეფასებას.

🎯 ლექციის მიზანია, სტუდენტებმა არამხოლოდ გაიღრმავონ ცოდნა ადამიანის უფლებათა თეორიული საფუძვლების შესახებ, არამედ შეიძინონ პრაქტიკული უნარებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი მომავალი პროფესიული ან აკადემიური საქმიანობის განვითარებაში.

ჩაწერე საძიებო სიტყვა.