პირადი კაბინეტი

სიახლეები

კონტაქტი

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” და სმარტ აკადემია გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე – “აღმოაჩინე ციფრული პროფესიები & შექმენი ეფექტური CV”

2:00 pm

22/10/2025

🚀 „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ და სმარტ აკადემია გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც მონაწილეობით შეძლებ უკეთ გაიცნო ციფრულ სამყაროში არსებული თანამედროვე პროფესიები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
 
🔹 შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა სმარტ აკადემიის ელჩების პროგრამის წარდგენას — ინიციატივას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას აქტიურად ჩაერთონ ციფრულ ეკოსისტემაში, გაიღრმაონ ცოდნა და განივითარონ მომავლისთვის საჭირო უნარები.
 
🔹 მეორე ნაწილი იქნება პრაქტიკული მასტერკლასი – “როგორ შევქმნათ ეფექტური CV”, სადაც ისწავლი, როგორ წარმოაჩინო შენი უნარები და გამოცდილება, შექმნა ძლიერი პროფესიული პროფილი და მოემზადო წარმატებული კარიერული გზის დასაწყებად.
 
🎯 პროექტის მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა თანამედროვე ციფრულ ბაზარზე და მათი დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნის გაზიარება.
 
📅 თარიღი: 22 ოქტომბერი
🕑 დრო: 14:00 საათი
📍 ადგილი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, საკონფერენციო სივრცე (აუდიტორია 106)
ჩაწერე საძიებო სიტყვა.