18 თებერვალს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა წყალტუბოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე თეონა გრიგოლაშვილმა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.