“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტიში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა ოცდამეერთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
საკონფერეციო თემატიკა:
- მეწარმეობა
- ხელოვნური ინტელექტი
- მენეჯმენტი
- მარკეტინგი
- ფინანსები და აღრიცხვა
- ეკონომიკა
- ტურიზმი
- სამართალი
სექციის სამუშაო ენა: ქართული/ინგლისური
კონფერენციის მიზანია:
- ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში კვლევითი უნარების განვითარებას და მსგავსი კვლევითი ინტერესების მქონე ახალგაზრდების დაახლოვებას;
- შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებს გაუზიარონ საკუთარი კვლევები საზოგადოებას;
ნაშრომის ტექსტური გაფორმება:
- ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორამცია, ელექტრონული ფოსტა.
- თემის სათაური
- აბსტრაქტი (200-500 სიტყვა) – თემის სათაური, აქტუალობა, დასკვნა,
საკვანძო სიტყვები (3-5);
- სათაური არაუმეტეს 15 სიტყვისა;
- შესავალი (450-500 სიტყვა);
- წყაროების (ლიტერატურის) მიმოხილვა;
- კვლევის მეთოდები;
- ძირითადი დასკვნები;
- გრაფიკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაშრომის მოცულობის 20%-ს;
ნაშრომის ტექნიკური გაფორმება:
- ქართული ენის შემთხვევაში – Sylfaen
- ინგლისური ენის შემთხვევაში – Times New Roman
- შრიფტის ზომა – 12
- სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5 ინტერვალი
- ნაშრომის გაფორმების სტილი – APA
პრეზენტაცია:
- PowerPoint
- მოხსენების ხანგრძლივობა 10-15 წუთი
- დისკუსია – 5 წუთი
სააპლიკაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1uPVmqgh2u2izJQb1sfdaJwNekFL5w3e450f7bF5DDRg/edit
მნიშვნელოვანი თარიღები:
- აბსტრაქტების მიღების ვადები: – 04.2025 – 15.05.2025
- ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: – 05.2025
- კონფერენციის დღე: 13.06.2025
კონფერენციის აბსტრაქტები დაიბეჭდება, ხოლო საუკეთესო ნაშრომის გამოქვეყნება მოხდება ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ჟურნალში „ეკონომიკური პროფილი“
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები:
- ყიფიანი მარინა
- ჩიხლაძე ნიკო
- ვალიშვილი თეა
- შანიძე გოდერძი
- აზმაიფარაშვილი მაია
- უგლავა დიანა
- თადეშვილი მირანდა
- მეძმარიაშვილი ანა
- ხურციძე თამილა
საკონტაქტო პირები:
- სალომე პაპავა papava@cue.edu.ge