საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

‘’ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს’’ დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა

23 ივნისს, “ერაზმუს+” სასწავლო მობილობის პროგრამის ფარგლებში, ‘’ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა’’ დოქტორ იოანა მონიკა ჰორჯას, დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის (ტირგუ მურეში, რუმინეთი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელს უმასპინძლა.

დოქტორი ჰორჯას ვიზიტის მიზანი გამოცდილების გაცვლა უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის, მობილობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების სფეროში გახლდათ.

მომხსენებელმა პრეზენტაცია თემაზე „დიმიტრი კანტემირის უნივერსიტეტის მიმოხილვა” წარადგინა,  სადაც ისაუბრა უნივერსიტეტის მისიაზე, სტრუქტურასა და საერთაშორისო აქტივობებზე.

შეხვედრაზე დოქტორ ჰორჯას უმასპინძლეს დოქტორმა თეონა გრიგოლაშვილმა (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი), დოქტორმა თამარ პერტაიამ (მედიცინის ფაკულტეტის დეკანი), გიორგი დათუაშვილმა (სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი), თათია ხარაბაძემ (ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი) და დოქტორმა გოჩა უგულავამ (ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი).