სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ 28 აპრილს პარტნიორობის ფარგლებში “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” “ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი” ეწვია.
ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ სტუდენტებს სასწავლო კურსები გააცნო, რომლებსაც ცენტრი სრულიად უფასოდ სთავაზობს სტუდენტებს.
საინფორმაციო შეხვედრის მთავარი თემა იყო ხელოვნური ინტელექტი ინოვაციურ განათლებაში.
აღსანიშნავია, რომ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებს სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის 250-ზე მეტ სასწავლო კურსს.
Coursera გლობალური ონლაინ სწავლების პლატფორმაა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებმა დააარსეს.
პლატფორმა აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებსა და ლექტორებს, რომლებიც გთავაზობენ მაღალი ხარისხის ვიდეოლექციებს სხვადასხვა თემატიკაზე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია: https://forms.gle/qHR8HWBwTvhM2WoN9