საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TalTech) მენეჯმენტის ანგარიშგების ასოცირებული პროფესორი ტარმო კადაკი ეწვია. ეს მისი მეორე ვიზიტია “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, რაც ორი უნივერსიტეტის მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.

ასოცირებულ პროფესორს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა კადაკმა შეხვედრები გამართა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან, განიხილა ბიზნეს განათლების თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო კვლევითი პროექტების პერსპექტივები.

“ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი” ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია ინჟინერიისა და ბიზნეს მეცნიერებების მიმართულებით. ამ ვიზიტმა კიდევ უფრო დაამყარა ორ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა და ხელი შეუწყო სტუდენტებისა და ფაკულტეტის წევრების მომავალი გაცვლითი პროგრამების განვითარებას.