სხვადასხვა, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ახალი საგამოცდო მოდულის პრეზენტაცია გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ახალი საგამოცდო მოდული დაინერგა.

ამასთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი კიკალიშვილმა, სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, ასევე მედიცინის ფაკულტეტების ლექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საგამოცდო პროცესში განხორციელებული ცვლილებები.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც ხელს უწყობდა პროცესის გამჭვირვალობასა და თემის უკეთ გააზრებას.