სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” მოსწავლეები იმყოფებოდნენ

30 იანვარს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკოლა “იმედის” მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარა პრეზენტაცია, სადაც განიხილებოდა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობები. პრეზენტაცია ინტერქაციულ რეჟიმში გაიმართა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის მოაწყვეს უნივერსიტეტის კამპუსის ტური, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასამართლო დარბაზი, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და კონფუცის კლასი.

კონფუცის კლასში მათთვის გაიმართა მცირე პრეზენტაცია და შემეცნებითი სახალისო აქტივობა, რომელიც ითვალისწინებდა ჩინური ძაფების მეშვეობით სამაჯურების გაკეთებას.