28 ნოემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი ნინო ბადრიძე გამართავს საჯარო ლექციას თემაზე, “Overview of HIV/AIDS situation”.
ლექციის მიზანია, აივ ინფექციის საფრთხის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, სტიგმის დაძლევა, ინფექციის პრევენციის, მკურნალობისა და დაავადებულთა მხარდაჭერის პროგრამების პოპულარიზაცია.
ღონისძიება “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ჩატარდება.
ადგილი: აუდიტორია 201
დრო: 10:30 სთ
სამუშაო ენა: ინგლისური
ადგილმდებარეობა: „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13