1 ნოემბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა” და წყალტუბოს სპორტის სასახლესთან თანამშრომლობით, სტუდენტებისთვის გასვლითი სპორტული ტურნირი წყალტუბოში გაიმართა.
უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდის ახალი წევრების დასაკომპლექტებლად ჩატარდა შესარჩევი ტურნირი, რომელსაც მოწვეული მწვრთნელი უძღვებოდა.
ჩემპიონატი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ორგანიზების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებიც.