სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ

16 თებერვალს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ, სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართეს და უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

საუნივერსიტეტო ტურის ფარგლებში საერთაშორისო სამსახურის მენეჯერმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის კამპუსის ტური მოაწყვეს. მოსწავლეებმა სასამართლო დარბაზი, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.