22 ოქტომბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე — “აღმოაჩინე ციფრული პროფესიები და შექმენი ეფექტური CV” გაიმართა.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და ‘’სმარტ აკადემიის’’ მიერ გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უკეთ გაეცნოთ ციფრულ სამყაროში არსებული თანამედროვე პროფესიები და კარიერული შესაძლებლობები.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ მასტერკლასში — „როგორ შევქმნათ ეფექტური CV“.
მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები.
საინფორმაციო შეხვედრა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.