სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე – “Overview of HIV/AIDS situation” გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა ნინო ბადრიძემ საჯარო ლექცია თემაზე  – “Overview of HIV/AIDS situation” ჩაატარა.

ლექციის ძირითად მიზანს სტუდენტებში აივ ინფექციის საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლება, სტიგმასთან ბრძოლა, პრევენციისა და მკურნალობის გზების განხილვა წარმოადგენდა.

მედიცინის დოქტორმა ნინო ბადრიძემ, რომელმაც დამსწრეებს დეტალურად გააცნო აივ/შიდსის ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებსა და მდგომარეობის მართვის თანამედროვე მიდგომებზე.

საჯარო ლექციის ფარგლებში, მოწვეულმა ლექტორმა ლალი ჩხიკვაძემ ისაუბრა HIV ტესტირების პრაქტიკებზე.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო RED RIBBON-ის ცერემონიას. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა აუდიტორიას გააცნეს ამ სიმბოლოს მნიშვნელობა, როგორც შიდსთან ბრძოლის გლობალურად აღიარებული ნიშანი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას დაავადების წინააღმდეგ.

შეხვედრის განმავლობაში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მითებსა და რეალობაზე, რომლებიც HIV ინფექციას უკავშირდება. ინტერაქციული საინფორმაციო სესიის დასრულების შემდეგ სტუდენტების ცოდნა შემოწმდა თემატური კითხვებით, ხოლო სწორი პასუხების ავტორები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების დასრულებისას “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ მხარეს და სერტიფიკატები გადასცა იმ სტუდენტებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ღონისძიების წარმატებით განხორციელებაში.

ღონისძიება “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით განხორციელდა.