სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – “საგადასახადო სისტემა საქართველოში” გაიმართა.
ლექციას შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგადასახადო საკითხებზე და იმ მომსახურების სახეებზე, რისი მიღებაც გადასახადის გადამხდელებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურში.