სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2025” გაიმართა

2025 წლის 9-13 ივნისის პერიოდში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების თანაორგანიზებით “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2025” გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებისათვის სხვადასხვა თემაზე სამუშაო შეხვედრები და სემინარები გაიმართა, რომლებსაც ევროპის უნივერსიტეტის, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი უძღვებოდა.

10 ივნისს სტუდენტებისთვის გაიმართა ფილმის ჩვენება.

13 ივნისს  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კვირეულის მიზანი სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, მათთვის სამეცნიერო სტატიისა და კვლევითი პროექტების მომზადების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა იყო.

კვირეულის ყველა მონაწილე სტუდენტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.