სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “სკალას“ ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდა

8 თებერვალს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტმა” “სკალას” ოლიმპიადის მეორე ტურს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა 150 – მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო.

„სკალას“ ოლიმპიადამ უპრეცედენტო ინტერესი გამოიწვია, პირველ ეტაპზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობა მიიღო 4200-ზე მეტმა მოსწავლემ და 488 სკოლამ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსწავლეებში ზუსტი მეცნიერებების მიმართ მზარდ ინტერესს.

ოლიმპიადის მეორე ტურში, მონაწილეობდნენ პირველ ეტაპზე საუკეთესო შედეგის მქონე 2000 -მდე ფინალისტი. ოლიმპიადა ერთდროულად ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აქტიურად უჭერს მხარს მოსწავლეებში განათლების, ანალიტიკური აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას.