სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრებს ყოველ სემესტრული ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს შემოდგომის სემესტრის მანძილზე გამოკვეთილი საყურადღებო საკითხების განხილვასა და გაზაფხულის სემესტრში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ, სტუდენტთათვის ინფორმაციის მიწოდებას.

შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა სტუდენტებთან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რეგისტრაციის ვადები, უნივერსიტეტის მხრიდან სტუდენტთა ფინანსური წახალისება.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მექანიზმებს და უნივერსიტეტში მოქმედ სხვა მარეგულირებელ დოკუმენტებს.