“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.
არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი ელექტრონული სისტემის “CUEElections“ მეშვეობით ჩატარდა.
არჩევნებში მონაწილეობა 155 სტუდენტმა მიიღო, საიდანაც ხმათა უმრავლესობით თვითმმართველობის წევრები გახდნენ:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა:
დოდოშკა ბაია ჯოხაძე
სამართლის საბაკალავრო პროგრამა:
მარიამი ქათამაძე
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა:
ნიკა გიორგიძე
დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა:
Noman Ali
თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები დებულების შესაბამისად პირველ საერთო კრებაზე მოხდება.
სტუდენტური ცხოვრების განვითარებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების, სტუდენტთა უფლებების დაცვის მიზნით, შემოქმედებითი პროცესების მართვასა და სამოქალაქო აქტივობების ხელშეწყობაში, სტუდენტური თვითმმართველობა მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს ასრულებს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს გამარჯვებას ახალი მოწვევის თვითმმართველობის წევრებს და წარმატებებს უსურვებს.