სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” თანასწორობის თემაზე ვიქტორინა ჩატარდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, კანონის უზენაესობის ცენტრთან პარტნიორობით, უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ვიქტორინა თემაზე – “თანასწორობა“ ჩატარდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში თანასწორობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სამართლებრივი საკითხებისადმი ინტერესის გაზრდას. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ გუნდები როგორც „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტიდან“, ასევე „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“, „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან“ და პარტნიორი ორგანიზაციიდან – IEDA.

მონაწილეობა მიიღო რვა გუნდმა. დაძაბულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვება მოიპოვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა “ეგალიტემ”, რომლის წევრებიც 300-ლარიანი “ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მომავალი პროფესიული და აკადემიური საქმიანობის გზაზე!

ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ აქტიურ ჩართულობას სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო ღირებულებების განმტკიცებაში.