სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ტრენინგი: ხელოვნური ინტელექტი – ეთიკურ სტანდარტებზე დაფუძნებული ტექნოლოგიები განათლებაში გაიმართა

26 ივნისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა” და “ქუთაისის ამერიკული კუთხის” პარტნიორობით, გაიმართა პროფესიული ტრენინგი თემაზე “AI with Empathy: Ethical Technology for Educators”, რომელსაც გაუძღვა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის (Arizona State University) გლობალური განათლების ექსპერტი და უფროსი ტრენერი ვინსენტ ლოუტერი (Vincent Lauter).

ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც სკოლის პედაგოგები, ისე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენებით სწავლების პროცესში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას საგანმანათლებლო გარემოში – ემპათიის, პასუხისმგებლობისა და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით.

შეხვედრა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საკონფერენციო სივრცეში გაიმართა, სადაც მოხსენებები, დისკუსიები და პრაქტიკული მაგალითები დაეთმო როგორც ინოვაციური სწავლების მეთოდებს, ისე ხელოვნური ინტელექტის მოდელების განხილვას, მათი შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზს საგანმანათლებლო კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო AI ტექნოლოგიების პასუხისმგებლიან და გონივრულ გამოყენებას სასწავლო პროცესში.

ღონისძიება იქცა მნიშვნელოვან პლატფორმად ადგილობრივი განათლების პროფესიონალებისთვის – განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან AI ტექნოლოგიების სწორი და ეთიკური დანერგვით.