სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ვორქშოპი “ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში” ჩატარდა

10 მაისს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” შენობაში ვორქშოპი თემაზე “ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში” ჩატარდა. ღონისძიებაზე პედაგოგებს, მკვლევრებს და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ AI-ის ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკულ მეთოდებს სასწავლო პროცესში.

ვორქშოპის შესახებ

ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო მონაწილეებისთვის ეჩვენებინა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში ინტერაქციის და სტუდენტთა ჩართულობის გასაძლიერებლად.

სამსაათიანი ინტენსიური სესიის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ:
– AI-ის პლატფორმებს: ChatGPT, Claude, Perplexity, Deepseek
– ინტერაქტიურ ციფრულ ხელსაწყოებს: Socrative, Quizizz, Canva Magic Write და Prezi

რა შეისწავლეს მონაწილეებმა

პრაქტიკული აქტივობების საშუალებით მონაწილეებმა შეძლეს:
– ინტერაქციული ქვიზების შექმნის ტექნიკების დაუფლება
– სადისკუსიო კითხვების ფორმულირება AI-ის დახმარებით
– სალექციო დავალებების მომზადება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
– ინტერაქციული პრეზენტაციების შექმნის მეთოდების შესწავლა
– სასემინარო აქტივობების შექმნა AI-ის ინსტრუმენტების მეშვეობით

ვორქშოპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა დაეუფლნენ კონკრეტულ სტრატეგიებსა და რესურსებს, რომლებიც ხელს უწყობს AI ტექნოლოგიების ეფექტიან ინტეგრაციას სასწავლო პროცესში, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებზე ორიენტირებულ, კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაყრდნობილ სასწავლო გამოცდილებას.

ტრენერის შესახებ

ვორქშოპს უძღვებოდა განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის ენების ცენტრის ხელმძღვანელი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ფაჩუაშვილი.